“ქართულმა მარშმა” რუსთავიდან აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას გზა გადაუკეტა

“ქართულმა მარშმა” რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელი გზა გადაკეტა. “ქართული მარშის” წევრებმა  დედაქალაქში, “ძალა ერთობაშიას” შემაჯამებელ შეხვედრაზე  რუსთავიდან მიმავალ ავტოკოლონას გადაუკეტეს.

მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული იყო. 

“ძალა ერთობაშიას” შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.