გარდაბანში, აღთაკლია-ყარათაკლიას ბაღში სწავლა შეწყდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 16 ახალი შემთხვევიდან ერთი, აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშვო ბაღის აღმზრდელია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულ პირს კონტაქტი ბაღის სხვა თანამშრომლებთან, მათ შორის პედაგოგებთან ჰქონდა, რის გამოც საბავშვო ბაღი დაიხურა.  თვითიზოლაციაში გადავიდა ბაღის  რამდენიმე პედაგოგი.

ცნობისთვის,  გარდაბანში  არსებული 32 ბაღიდან 7 ბაღს მუშაობის სტატუსი შეჩერებული აქვს. მუნიციპალიტეტში  მოსწავლებიის რაოდენობა  3 000  აღსაზრდელს აჭარბებს, მაგრამ კორონავირუსისა და ეპიდვითარების გამო, ნაკადი შემცირებულია.

  როგორც გარდაბნის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, კოვიდინფიცირებულები სააღმრზრდელო დაწესებულებების თანამშრომლები არიან.  მათივე ინფორმაციით, ბაღებში, სადაც საარჩევნო უბნები მოეწყობა 28, 29 და 30 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი შეწყდება.

 გარდაბანში ვირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 37 პირის საკვლევი მასალის პასუხებს ეპიდემიოლოგები დღის ბოლოსთვის ელოდებიან.