კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა

 “მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, ამ ქვეყანაში და ქალაქში”- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

 როგორც კობახიძემ აღნიშნა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

“მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი მასპინძლობს ღონისძიებას. რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და ეკონომიკური განვითარება არის განსაკუთრებული გამოწვევა ამ ქალაქისთვის.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, ამ ქვეყანაში და ქალაქში.

ინფრასტრუქტურული განვითარებაც, არის განსაკუთრებული გამოწვევა რუსთავისთვის, ასევე და ეკოლგიაც არის გამოწვევა, რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა.

ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ უფრო მეტი რამ, არის გასაკეთებელი, იმისთვის, რომ გაუმჯობედეს ეკონომიკური მდგომარეობა და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ