ბექა ლილუაშვილი: სიღარიბე მნიშვნელოვნად შევამცირეთ

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სიღარიბე მნიშვნელოვნად შევამცირეთ და 400 000- მა ადამიანმა დაძლია უკიდურესი სიღარიბე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის საკმარისი და სიღარიბე კვლავაც რჩება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა , რუსთავში მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა,  ხელისუფლების მოკლევადიან ამოცანას პირველ ეტაპზე ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენა წარმოადგენს. 

“დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მოკლევადიან ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური აღდგენა სწრაფი ტემპით მოვახდინოთ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა და მიზანია, რომ ეს აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად, შევამციროთ სიღარიბე. ეს არის ერთი, და მეორე პრიორიტეტული მიზანი არის ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რაც საჭიროა 2024 წელს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური განზრახულობის, ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სიღარიბე მნიშვნელოვნად შევამცირეთ და 400 000- მა ადამიანმა დაძლია უკიდურესი სიღარიბე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის საკმარისი და სიღარიბე კვლავაც რჩება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

ამასთან, მისივე თქმით,  “ქართული ოცნების” ამოცანაა, ხელი შეუწყონ კერძო სექტორს, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები.

” ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნას და ერთის მხრივ, ამ ადამიანების დასაქმებით დავძლიოთ სიღარიბე და ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და მის მიერ მოტანილი ეკონომიკური დოვლათი, ეფექტიანი სოციალური დაცვის სისტემის საშუალებით გადავუნაწილოთ მათ.

რაც შეეხება განაცხადის ნაწილს, ბუნებრივია ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის პოლიტიკური განზრახულობა, ეს არის მკაფიო გააზრება იმ ეკონომიკური მდგომარეობის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი განაცხადი გავაკეთოთ.  ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ეკონომიკის გარდაქმნა  შესაძლებლობების ეკონომიკად, სადაც ჩვენ სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივაღწევთ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონსა და ევროპაში,სადაც დაბალ, ერთნიშნა ნიშნულთან არის სიღარიბის მაჩვენებლები, დაცულია ბიზნესი, დაცულია კონკურენტული გარემო,  უზრუნველყოფილია სრულფასოვნად სოციალურად მოწყვლადი ყველა ჩენი მოქალაქე, შექმნილია სამუშაო ადგილები და 40% ით არის გაზრდილი ეკონომიკა, ეს არის ჩვენი ხედვა როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა ოთხი წლის თავზე.”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა