საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც კლუბში აცხადებენ, სპორტსმენები ეროვნული ჩემპიოტანის კალენდარული მატჩის წინ გამოიკვლიეს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ხვალ, 28 ოქტომბერს მარტვილის “მერანს”, რუსთავის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზაზე უნდა დაუპირისპირდეს. მატჩის ჩატარება, ამჯერად უკვე “მერანის” ფეხბურთელების ტესტის პასუხზე იქნება დამოკიდებული.