საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდა. ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ქვეყანაში ვირუსს სულ 78 ადამიანი ემსხვერპლა.