საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში კოვიდ19-ის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.geზე ვრცელდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი.
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.