კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა და  მათი რაოდენობა 10752-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა – 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამასთან გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი – საერთო ჯამში 5866 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი და მათი რაოდენობა 72 -მდე გაიზარდა