რის ფასად გვიჯდება კორონავირუსთან ბრძოლა ?

 ოფიციალური სტატისტიკით  2020 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6%-ით შემცირდა. ამასთან, იანვარ აგვისტოში 14.7%-ით შემცირდა საქონლის ექსპორტი.

როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, დღევანდელ სიტუაციაში პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ამ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება არ არის მარტივი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ინფექციის გამო მძიმე მდგომარეობაშია.

ამ მძიმე მდგომარეობის მარტივი ასახსნელი ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლების წყარო როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე შემოსავლებში, იყო ტურიზმი. როგორც ახლა ვხედავთ, ტურიზმის სექტორი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლები საქარათველოსთვის არის ძალიან მძიმე გადასატანი.

ამ ეტაპზე კარგად გააზრებული სტრატეგია მთავრობის მხრიდან არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად მომავალში ვითარების შესაძლო გართულების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქობულიამ.