როდის შემოვა COVID–19-ის ვაქცინა საქართველოში ?

ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდებია, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს, რაც 2025 წლის ჩათვლით, არსებულთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ შეფერხებებს გამოიწვევს. 

ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში  მთავრობა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებას მოელის.

“პანდემიასთან დაკავშირებით საბაზისო მოლოდინი შეადგენს ვაქცინის გამოგონებას 2021 წლის პირველ კვარტალში, ხოლო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საკითხის დასრულებას საქართველოს მოსახლეობისათვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსათვის, 2021 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში.

მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა შეიძლება უფრო ნეგატიურად განვითარდეს. ნეგატიური სცენარი ითვალისწინებს ვაქცინის ვერ მიღებას 2022 წლის მეორე ნახევრამდე. შესაბამისად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 2025 წლამდე, იქნება დამატებითი ტალღები და ეკონომიკური შეფერხებები.” – ვკითხულობთ ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტში.