რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლა, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
რესურსცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა,რომელსაც საბაზისო საფეხურის კლასებთან ჰქონდა შეხება. მეორე დღეა დისტანციურად აგრძელებს სწავლას რუსთავის N21 და N24 საჯარო სკოლები.
ქალაქის მასშტაბით “კოვიდ-19” 13 მოსწავლეს, 7 მასწავლებელს და ორ მანდატურს აქვს დადასტურებული. ონლაინ სწავლებაზე გადასულია ცხრა კლასი.