რუსთავის ცხელების ცენტრის 5 პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი 5 რუსთაველს დაუდასტურდა. აქედან 2 “თუთარჩელას” უკავშირდება. ცნობისთვის, დღეს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგები სულ 9 პირის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ. საიდანაც 5 კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, 4 კი უარყოფითი. 

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში კიდევ 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.