ელექტროსკუტერების მოხმარება რუსთავში გაიაფდა. გააქტიურების შემდეგ ყოველი 1 წუთი 35 თეთრის ნაცვლად 25 თეთრი ეღირება. გააქტიურების ფასი კი კვლავ 1 ლარი რჩება.
შეგახსენებთ, ელექტროსკუტერები რუსთავში საზოგადოება “რუსთაველების” ინიციატივითა და “აჭარა ჯგუფის” ორგანიზებით, 20 სექტემბერს შემოვიდა.
ორგანიზაცია “რუსთაველების” წევრების განცხადებით, ეკომეგობრული ტრანსპორტი რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.