კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილათა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 64 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე 68 წლის, მესამე კი 84 წლის მამაკაცია. სამივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.