სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს, ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ. 

როგორც დაშავებული ამბობს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” აქტივისტებმა მიაყენეს.

როგორც ევროპულ საქართველოში აცხადებენ, სკანდარავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ჩვენება მისცა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება პარტიაში გაკეთდება.