ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.