თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის თარიღი დღეს 22:00 საათზე იწურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება დროულად მოითხოვონ. მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე 2 51 00 51. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა.
მათივე ცნობით, გარკვეული რაოდენობის ზარები გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა.