რუსთავის კიდევ ორი სკოლა დისატანციურ სწავლებაზე გადავიდა

რუსთავში კიდევ ორი სკოლა კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, ვირუსი N21-ე და N24-ე ქართული გიმნაზიის პედაგოგებს დაუდასტურდათ.მრავლობითი კონტაქტის გამო,სკოლები სწავლების ონლაინ ფორმატზე გადავიდნენ. დღეიდან სწავლას საკლასო ოთახებში დაუბრუნდა მე-12 საჯარო სკოლა, ხოლო მე-10 ,მე-13 და მე-14 სკოლებში, სწავლა კვლავ ონლაინ მიმდინარეობს.

ამასთან, ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით “კოვიდ-19” 12 მოსწავლეს, ექვს მასწავლებელს და ორ მანდატურს აქვს დადასტურებული. ონლაინ სწავლებაზე გადასულია ცხრა კლასი.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებისთვის სკოლების მომზადების საკითხს, რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით 26 საჯარო სკოლაში, 39 საარჩევნო უბანი მოეწყობა, რის გამოც სკოლები სამი დღით სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.