გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეებს ონლაინ ფორმატით ჩაატარებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას იწყებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან.

კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

დეტალების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.