განსაკუთრებით ვთხოვ ორსულ ქალბატონებს – გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, უნდა გაიზარდოს აცრის კულტურა ორსულ ქალბატონებში.
“განსაკუთრებით ვთხოვ ორსულ ქალბატონებს – გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ ორსულ ქალბატონებში. აუცილებელია ყველა ორსული აცრილი იყოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა. თუ მიმართვიანობა იქნება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს კიდევ დამატებითი დოზების შესყიდვაზე.
დღეიდან, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ამცრელი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს. ამ კვირის განმავლობაში ეს მარაგები შეივსება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ გთხოვთ, ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რისკჯგუფები, ვისაც ეკუთვნის აცრა, აიცრას, რადგან ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება.”-ამბობს გამყრელიძე.