არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაში პირი ხელყუმბარით შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან მძევლებიც.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ამ დრომდე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.









