აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს ერთადერთი მესიჯით – არჩევნები გაყალბდა.
“აქციის ფარგლებში, იქნება სოციალური დისტანცია დაცული და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სტიკერი დააწებონ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. მოქალაქეები შეიძლება ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდებოდნენ, მაგრამ გამოვიდნენ, დადგნენ და თქვან – გაყალბებულია
ჩვენ ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ იქნება, მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია”, – თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა.