კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

რუსთავში ბოლო მონაცემებით, 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ხუთი შემთხვევა კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში გამოვლინდა, მათგან ორი სამედიცინო პერსონალია. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ექიმები ცხელების ცენტრში არ მუშაობდნენ. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, ყველა მათგანი რუსთაველია.

ვირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. პაციენტები რუსთაველები არიან. 

 ვირუსი რვა პაციენტს დაუდასტურდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში.  

ცნობისთვის,  საქართველოში კორონავირუსის  რეკორდული მაჩვენებელი, 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი.

ახალი შემთხვევებიდან 192 ქვემო ქართლში დადასტურდა.