რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველად განიხიილეს და საკრებულოს რეკომენდაციებით მუნიციპალიტეტის მერიას დაუბრუნეს.
საკრებულოს შენიშვნების თანახმად, ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულება პანდემიის გათვალსიწნებით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები უნდა იყოს. ამასთან, წარმომადგენლობით ორგანოს შენიშვნები ჰქონდა ინფრასტრუქტურული მიმართულების ნაწილშიც.
როგორც ცნობილია, რუსთავის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 50 500 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ კომისიურ ფორმატში გუშინ განიხილა და რეკომენდაციებით მერიას დღეს დაუბრუნა.
მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პრიორიტეტი ენიჭება, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს, სკოლამდელი განათლების პროგრამებს, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა წარუდგინა.