გახარია: თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც ჰქონდა თვითდასაქმებულებს პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300-ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღირიცხვა იმ კომპანიებთან, სადაც არიან დასაქმებულები და ამ 300-ლარიანი დახმარების გადა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი გააჩნია, ჩვენ მიზნობრივად, ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მიზნობრივად მივეხმარებთ, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“,-განაცხადა პრემიერმა.