ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად დაიწყო

 წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურ ფორმატში დაიწყო. ოლიმპიადას რუსთავის სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. პირველ ტურზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი, განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, შეასრულოს ოლიმპიადისთვის განკუთვნილი დავალებები. 

მოსწავლეებს მონაწილეობის მიღება, 09:00 საათიდან 20 :00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. მონაწილეებმა მითითებულ ბმულზე პირადი ნომერი და პაროლი უნდა დააფიქსირონ, რის შემდეგაც დავალებების შესრულებას შეძლებენ. 

საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე, გამოცდის დასრულებისთანავე დაინახავს.

ცნობისთვის, მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს  ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა  ტესტის მაქსიმალური  ქულის 60% ან მეტი და ამავდროულად, მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ  1 000 მოსწავლეს შორის.