იაღლუჯის მთაზე, რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაციის ორგანიზებით, ველორბოლა გაიამართა.
40-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს აღმართის დაძლევაში შეეჯიბრა. მონაწილეებმა სტარტი დღის 12 საათზე აიღეს და 35 წუთის განმავლობაში შეძლეს 2200 მეტრიანი აღმართის გავლა.
შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მათ შორის არასრულწოვნებს, მშობლების თანხმობის საფუძველზე. შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა 9 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის მარათონები კვლავ გაგრძელდება და უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს.