ლარი დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3186 ლარი ეღირება, ევრო – 3.9143 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3948 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3308 ლარი ღირდა, ევრო – 3.9550 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3783 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 ნოემბერს ამოქმედდება.