ოპოზიცია ხელისუფლებას თამარ ჟვანიას გადასაყენებლად ვადას 20:00 საათამდე აძლევს
ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისაკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციამ ვადა დღეს, 20:00 საათამდე განსაზღვრა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, 20:00 საათამდე ჟვანიას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის,ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე შეხვდეს.
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართეს.
- ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები
- გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს
- გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები