რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლა. კომპანია “ინტერტრანსსა” და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მძღოლები შეთანხმების მიღწევას ორშაბათამდე ვარაუდობენ.
როგორც ცნობილი ხდება, კომპანიამ მათ ყოველდღიური გადასახადი დროებით, 10 ლარით შეუმცირა. საკითხთან დაკავშირებით კომპანია “ინტერტრანსში” განმარტებას არ აკეთებე
შეგახსენებთ, რუსთავი-ვარკეთილის მიმართულების მარშრუტზე დასაქმებული მძღოლები 2 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები. გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთნაკადი და სამუშაო საათები შემცირდა, მძღოლები კომპანიაში დღიურად შესატანი თანხის შემცირებას ითხოვდნენ.