ქობულეთში, სოფელ ხალაში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.
„როგორც ვიცი, ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ. წინათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. სხვა დეტალები არ ვიცი. მოკლულ 31 წლის მამაკაცს ოჯახი ჰყავდა, მისი მეუღლე შვილს ელოდება”, – აცხადებს ქობულეთის მერიის წარმომადგენელი მზია აბაშიძე.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.