11 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს 11:40-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, მაზმიშვილის, გიორგაძის, თაყაიშვილის, ბაქოს, უიარაღოს, იალღუჯის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.