17 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, ქვ. ბოლნისი, ბოლნისი, მამხუტი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, სავანეთი, ფოლადაური, სამწვერისი, კუდრო, პატარა დარბაზი, ხიდისყური, ნახიდური, მუხრანა, ჭაპალა, სამტრედო.

13:00-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს  რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, თოდრიას, ლომოურის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-11, მე-7 მიკრორაიონებში.

11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს  გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩაზე, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, გამარჯვების, სადგურის, ჭავჭავაძის, ასათიანის, სამედ ვურგუნის, ნიზამის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:30-დან 18:30 საათამდე – სოფლებს სართიჭალა, მუღანლო.

11:15-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, ნორგიული, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი. 12:12-დან 15:12 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კუმისი, გეოლოგების დასახლება, თელეთი, წალასყური.

11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს დაბა მანგლისში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, პანტიანი, ახალსოფელი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, ახალი ზირბითი, დიდგორი, ღვევი, ვანათი, შამთა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.