3 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფონიჭალა, მთის ძირი, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, თელეთი, კრწანისი, ზემო და ქვემო ქვიშიანი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის და მშენებელთა ქუჩებზე,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში საღრაშენი, ფარცხისი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი და მიმდებარე სოფლებში, 

16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს და მარნეულის რაიონის სოფლებში მუხათი, კოდა, სწინწყარო, ვაშლოვანი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.