გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ზვარეთი, რატევანი, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, სამგორი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, ნორგიული, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.