რუსთავის ცხელების ზონებში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 4 რუსთავის ცხელების ცენტრში, 2 კი კლინიკა “რუსთავში” დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 2 შუახნის პაციენტია, ორი კი ერთი ოჯახის წევრები არიან.
რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრში 8 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათ ეპიდემიოლოგები დღის განმავლობაში გამოიკვლევენ.