დედაქალაქში საცობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია.
მოქალაქეები საცობებს ხვალიდან დაგეგმილ შეზღუდვებს უკავშირებენ.
28 ნოემბრის 00:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.
ასევე, იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.