რა ეტაპზეა მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები?(+ვიდეო)

რუსთავში მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ხარისხს რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო.

მუსიკალური სკოლის შენობაში მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები და სახანძრო სიგნალიზაცია. დიდ დარბაზში გახმოვანება-განათებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, შენობას შიდა სარემონტო სამუშაოები უტარდება. იცვლება სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის სისტემა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის მარტში დასრულდება.