20 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ბაილარი, ორჯონიკიძე, წერეთელი, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 15:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, ტრიკოტაჟის დაჩები, თელეთი, წყალმშენის დაჩები და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ერისთავის, გარეჯის, სტამბოლის ბაზრის, მე-14, მე-17 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.