ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შენობასთან კარტოფილი და კვერცხები მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი სურვილია, კარტოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადასცენ.
აქციის მონაწილეებმა კარტოფილები ჯებირების მეორე მხარეს გადაყარეს.