იემენის აეროპორტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

“როიტერის” ინფორმაციით,  იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 64-ზე მეტი პირი.

საპორტო ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმა თვითმფრინავიდან ახალი მთავრობის წევრების ჩამოსვლისას გაისმა. პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.