კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში- ბოლო 24 საათში N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში “პი-სი-არ მეთოდით ვირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა, სწრაფი ტესტით ასი ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაგან 35-ის ტესტის პასუხი დადებითია. რა შეეხება ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კიკაში 127 სწრაფი ტესტი გაკეთდა და ვირუსი 44 პირს დაუდგინდა.
ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში. კლინიკა “რუსთავში” ვირუსი ექვს პირს დაუდასტურდა. ყველა მათგანი რუსთაველია.
ჯამში ქვეყანაში დადასტურებული 4 570 შემთხვევიდან, ქვემო ქართლში ვირუსი 352 პირს დაუდასტურდა.