სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მე-7 მიკრორაიონში

სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული, რუსთავში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში.

მე-7 მიკრორაიონში, უწყების ბალანსზე არსებულ მიტოვებულ შენობაში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.