გაეროს გენერალური მდივანი: 2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება

2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება – ეს განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააკეთა.

მისი განმარტებით, კორონავირუსის დასაძლევად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა კრიზისული სიტუაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

გაეროს გენერალური მდივანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კლიმატის ცვლილებას ასახელებს და მსოფლიოს საერთო იდეების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გუტერეშმა მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობიანი ახალი წელი უსურვა.