ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით,  მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.