თეთრიწყაროში კოვიდ კლინიკა ამუშავდა: უახლესი სტატისტიკა

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თეთრიწყაროს განყოფილება კოვიდ კლინიკად გადაკეთდა. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ პაციენტებისთვის 15 საწოლია მობილიზებული, საიდანაც  სამი თერაპიული,  12 კი ინტერნსიური საწოლია.

რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო ოცდაოთხ საათში თეთრიწყაროს კოვიდ კლინიკაში ვირუსზე 10 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი შვიდს დაუდასტურდა .

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სტაცინალურ მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის 13 პაციენტი. მათივე ცნობით, კლინიკა მომარაგებულია სწრაფი ტესტებით და მისი ამოწურვის შემთხვევაში ეტაპობრივად მარაგდება. ამ დროისთვის დაწესებულებას 100 სწრაფი ტესტი აქვს და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევა ხდება.