ისტორიაში პირველად- საქართველოს ქალთა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე

 ისტორიაში პირველად ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის “გურიამ” ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში ითამაშა, “გურიამ” თბილისში შვედური “როზენგარდი” მიიღო და ანგარიშით 0:7 დამარცხდა.  

გათამაშება ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ფლეი-ოფის სისტემით იმართება, გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან და მასში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო 32 გუნდი იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი თამაში 1 კვირაშია და ქართულ კლუბს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს, ლანჩხუთის გურიის ამ დონეზე თამაში საქართველოს ქალთა ფეხბურთისთვის უდიდეს წარმატებად ითვლება.