“ფუტსალის” ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთთან 4:4 ითამაშა

საქართველოს “ფუტსალის” ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდა და მატჩი პარიზში ფრედ 4:4 დაასრულა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის საწყისი წუთებიდან საქართველოს ნაკრები 1:3 -ს იგებდა, თუმცა მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს 3 უპასუხო გოლის გატანა და წინ გასვლა.

მეორე ტაიმში შეხვედრაში სულ 1 გოლი გავიდა და საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ანგარიში 4:4 დააფიქსირა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.