კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით მოსახლეობის გამოკვლევა გრძელდება.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, “პი-სი-არ” მეთოდით ბოლნისში ვირუსი 21 პირს დაუდასტურდა, დადებითია 13 პირის სწრაფი ტესტის პასუხიც.

როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სწრაფი ტესტით ადგილობრივების გამოკვლევა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრსა და კაზრეთის პოლიკლინიკაში ხდება. დღეში საშუალოს სწრაფი ტესტით ბოლნისში 60-იდან 100-მდე პირს იკვლევენ.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის 500 აქტიური შემთხვევაა.