პრეზიდენტი ხორვატიაში მიწისძვრაზე: ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხორვატ ხალხს უსამძიმრებს.

„დამწუხრებული ვარ ხორვატიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო. ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ და სიმტკიცეს ვუსურვებ ადგილზე მყოფ მაშველებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“